ისტორია
100 წელზე მეტია, რაც გაბიონური კონსტრუქციები გამოიყენება მსოფლიოში სხვა და სხვა გეოეროზიული პროცესების შეჩერების მიზნით, ზვავსაშიში ფერდობების დატერასებისა და ტექტონიკური პროცესების სტაბილიზაციისათვის . საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების დასაცავად ზვავებისა და ქანების დაცურებებისაგან, ლანდშაფტების ესთეტიკური კეთილმოწყობის, შენობა ნაგებობების საძირკვლების გასამაგრებლად, ჰიდროტექნიკური ნაგებობების: მილსადენების და სარწყავი არხების, მიწაყრილების მოწყობისას, ხიდების ბურჯებთან მდინარის ფსკერის გამორეცხვისაგან დასაცავად,მდინარის კალაპოტის მიმართულების შენარჩუნების ან შეცვლის მიზნით, ნავმისადგომი პირსებისათვის, კაშხალების, მდინარეებისა და საზღვაო ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის,გაბიონი მზადდება მოთუთიებული მავთულის მაკაფერის ორმხრივი გრეხვის მეთოდით მოქსოვილი ბადეებისაგან. გამძლეობა – უჟანგავი მავთულის ორმაგი გრეხვით დამზადებულ კონსტრუქციებს აქვს ცვალებადი წყვეტილი დატვირთვა 3500-დან 5000 კგ-მდე გრძივ მეტრზე, ამიტომ გაბიონების კონსტრუქციებს შეუძლია გაუძლო ნებისმიერ დატვირთვას.