გაბიონები

ისტორია

100 წელზე მეტია, რაც გაბიონური კონსტრუქციები გამოიყენება მსოფლიოში სხვა და სხვა გეოეროზიული პროცესების შეჩერების მიზნით, ზვავსაშიში ფერდობების დატერასებისა და  ტექტონიკური პროცესების სტაბილიზაციისათვის . საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების დასაცავად ზვავებისა და ქანების დაცურებებისაგან, ლანდშაფტების ესთეტიკური კეთილმოწყობის,  შენობა ნაგებობების საძირკვლების გასამაგრებლად, ჰიდროტექნიკური ნაგებობების: მილსადენების და სარწყავი არხების, მიწაყრილების მოწყობისას, ხიდების ბურჯებთან მდინარის ფსკერის გამორეცხვისაგან დასაცავად,მდინარის კალაპოტის მიმართულების შენარჩუნების ან შეცვლის მიზნით, ნავმისადგომი პირსებისათვის, კაშხალების, მდინარეებისა და საზღვაო ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის,გაბიონი მზადდება მოთუთიებული მავთულის მაკაფერის ორმხრივი გრეხვის მეთოდით მოქსოვილი ბადეებისაგან.     გამძლეობა – უჟანგავი მავთულის ორმაგი გრეხვით დამზადებულ კონსტრუქციებს აქვს ცვალებადი წყვეტილი დატვირთვა 3500-დან 5000 კგ-მდე გრძივ მეტრზე, ამიტომ გაბიონების კონსტრუქციებს შეუძლია გაუძლო ნებისმიერ დატვირთვას.  


სტრუქტურა და ხანგრძლივობა

ბადის უჯრა ჰექსაგონალური ფორმისაა ზომით 8x10 სმ. და გაწყვეტის შემთხვევაში ინარჩუნებს კონსტრუქციულ მედეგობას რღვევისადმი. გაბიონს მართკუთხა ყუთის ფორმა აქვს, რომლის ზომებიც განისაზღვრება გაბიონური ნაგებობის არქიტექტურული მოთხოვნების შესაბამისად, მონტაჟის პროცესი არ მოითხოვს მუშაკთა განსაკუთრებულ კვალიფიკაციას ყუთები ივსება ნებისმიერი სახის ბუნებრივი, რიყის ან კარიერის ნამსხვრევი, ქვით, რომელთა ზომაც აღემატება გაბიონის ბადის უჯრას. გაბიონები ერთმანეთთან მჭიდროდ ეწყობა და გადაებმება შესაკრავი მავთულით ან სპეციალური სტეპლერით. დროთა განმავლობაში გაბიონის მოცულობაში ხდება მტვერისა და გრუნტის ნაწილაკების აკუმულირება, რაც მცენარეთა აღმოცენების საშუალებას იძლევა და გაბიონური ნაგებობა იძენს მეტ სიმტკიცეს.

ხანგრძლივობა – გაბიონური კონსტრუქციების ეფექტურობა იზრდება. დროთა განმავლობაში ხდება ნატანი გრუნტის შემჭიდროება და გაბიონების ამოვსების შედეგად იწყება მცენარეების აღმოცენება მის ზედაპირზე. ეკოლოგიურობა – იმის გამო, რომ გაბიონური კონსტრუქციები არ უშლის ხელს მცენარეების ზრდას და ერწყმის გარემოს, ისინი წარმოადგენენ ბუნებრივ სამშენებლო ბლოკებს ლანჩაფტების გასალამაზებლად.

  • გზის სავალი ნაწილი

    ქვებით შევსებული ბრტყელი კონსტრქციები დამზადებულია ორმაგი გრეხვით მარჯვნივ მარცხნივ მოთუთიებული მავთულისგან, უჯრის ზომებია 8X12სმ. გამოიყენება გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში, საძირკველების გასამაგრებლად, წყლისა და გაზსადენი მილების, ხიდებთან მდინარის ფსკერის გამორეცხვისაგან დასაცავად.

  • მდინარის ნაპირი

    გაბიონი მოქსოვილია ორმაგი გრეხვით მარჯვნინ და მარცხნივ მოთუთიებული მავთულისგან. ყუთის მაგვარი ფორმის კონსტრუქციები ისვება აუცილებლად ყინვაგამძლე ქვებით. გაბიონები მზადდება ზომების და მიხედვით. სადაც ეწყობა საჭირო რაოდენობის ყინვაგამძლე ქვები. გამოიყენება დარღვეული ქანების, მდინარეების ნაპირების, ხიდების საყრდენების, კაშხლების და ჯებირების, გზებისა და რკინიგზის დასაცავად.